saqarTvelos mwvervalebi - Sani

 

შანი - მწვერვალი აღმოსავლეთ კავკასიონზე, შავანის ქედის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე ზღვის დონიდან 4491 მ და ამრიგად აღმოსავლეთ კავკასიონის მეორე მწვერვალს წარმოადგენს სიმაღლის მიხედვით. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. მდებარეობს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სტეფანწმინდის ჩრდილოეთით. კალთებზე ვრცელდება მდინარე თერგის შენაკადის - ხდისწყლის ვიწრო ხეობა.